воскресенье, 26 января 2014 г.


მენტორ–მაძიებლობის პროგრამა 2008 წლიდან წარმატებით ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მასწავლებლობის მაძიებლობის მიზანია: მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება; პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენა და განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია. მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ანხორციელებს ეკატერინე მამაცაშვილის ხელმძღვანელობით.

  მენტორის ფუნქციები   ხელმძღვანელობს და წარმართავს მაძიებლობის პროცესს. მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში წარუდგენს მაძიებელს სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს. განსაზღვრავს მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მაძიებელთან თანამშრომლობით ქმნის მასწავლებლობის მაძიებლის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც აღწერს მაძიებლობის პერიოდის გავლის ეტაპებს, მაძიებლისა და მენტორის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, შესრულების პერიოდულობასა და მაძიებლობის პერიოდის გავლის შედეგად მისაღწევ შედეგებს. ატარებს თემატურ და მიზნობრივ კონსულტაციებს მაძიებელთან, უზიარებს მას პროფესიულ გამოცდილებას და აძლევს სათანადო რჩევებს მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე. ხელმძღვანელობს მაძიებლის მიერ საგაკვეთილო, სააღმზრდელო და დამატებით ინდივიდუალურ მუშაობას. ხელს უწყობს მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეობს მაძიებლის მიერ სადემონსტრაციო გაკვეთილისა და მაძიებლის პორტფოლიოს მომზადებაში. ესწრება და მაძიებელთან ერთად აანალიზებს სადემონსტრაციო გაკვეთილს. აფასებს მაძიებლის საქმიანობას ყოველ სემესტრსა და სასწავლო წლის ბოლოს, ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად. რეგულარულად მიმართავს თვითშეფასებას და მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვებსა და კვლევებში, აგრეთვე თანამშრომლობს ცენტრის წარმომადგენელთან მაძიებლობის პერიოდის მონიტორინგის განმავლობაში. ლ) ქმნის მენტორის პორტფოლიოს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. მ) იცავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.

  მაძიებლის ფუნქციები მაძიებლობის პერიოდის დასაწყისში ეცნობა მენტორს, სკოლის ხელმძღვანელს, დირექციასა და მასწავლებლებს. თანამშრომლობს მენტორთან მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრასა და ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში. მაძიებელი კეთილსინდისიერად ასრულებს ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ესწრება და აკვირდება მენტორისა და სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მონაწილეობს გაკვეთილებისა და პროფესიული ლიტერატურის განხილვაში. გეგმავს და ატარებს სადემონსტრაციო გაკვეთილებს, ითვალისწინებს მენტორის რეკომენდაციებს და ზრუნავს საკუთარი მოტივაციის ამაღლებაზე. ჩართულია მოსწავლეებთან საგაკვეთილო, სააღმზრდელო და დამატებით ინდივიდუალურ მუშაობასა და სასკოლო ღონისძიებებში. შეიმუშავებს მაძიებლის სემესტრულ ანგარიშს და წარუდგენს მენტორს. რეგულარულად მიმართავს თვითშეფასებას და მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვებსა და კვლევებში, აგრეთვე თანამშრომლობს ცენტრის წარმომადგენელთან მაძიებლობის პერიოდის მონიტორინგის განმავლობაში. ქმნის მაძიებლის პორტფოლიოს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. იცავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.

http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/madziebloba_2008-2013.pdf


  მაქვს პატივი მე–5 სასწავლო წელი ვიყო მენტორი და დავეხმარო ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს. მიხარია, რომ ჩემი მაძიებლები წარმატებული მასწავლებლები დადგნენ და აგრძელებენ თავიანთ პროფესიულ კარიერას.